EN KA
12

გაკეთებული სურათები

ნოემბერი 2019

დანართის მეთორმეტე ნომერი დავით კაკაბაძის ქართული  ძეგლების ჩუქურთმების ჩანახატებს  ეთმობა. მხატვრის მუშაობის ეს მცირე ნაწილი, მისი ინტერესების და კვლევის მეთოდოლოგიის გარდა მხატვრულ მეთოდებს, საქართველოს შუა საუკუნეებისა და ავანგარდის პროფესიული ხელოვნების თავისებურებებს ათვალსაჩინოებს. სურათების გაკეთება* თუ კვლევა, რომელსაც შეგვიძლია საგანთა მოწესრიგების კლასიკური ან მეცნიერული მეთოდი ვუწოდით, ერთი დარგის შიგნით ან უამრავ დარგს შორის, ხშირად მოუხელთებელ კავშირებს გულისხმობს და ამავე დროს მშვიდი სიცხადით ხასიათდება. წარსული ხელოვნების ფორმებისა და მეთოდების დღევანდელობაში წასაკითხად ორ, განსხვავებული პერსპექტივის მქონე თანამედროვე მხატვარს ვესაუბრეთ. წარსულში თუ აწმყოში მომუშავე მხატვრების თუ მხატვრული და მეცნიერული მეთოდების შეკავშირება, ისტორიის წაკითხვა, შუქის, დროისა და სივრცის მრავალსახიობაც შეიძლება, რომ გამეორებულ და ამავე დროს განუმეორებად წნულს დაემსგავსოს.


* დ.კაკბაძე, ა კირილოვა, ე. ლასონ-სპიროვა, პ. სკოვიტინოვი, პ. ფილონოვი, გაკეთებული სურათები,1914  




 რედაქტორები ელენე აბაშიძე, ირინე ჯორჯაძე


იხილეთ სრულად
11

ხის ჩრდილქვეშ

ივნისი 2019


სად ვარ? ბაღში.

 აი ბაღი.


ალეხანდრა პისარნიკი



დანართის მეთერთმეტე ნომერი ძალიან ვრცელი გამოვიდა. ქართულ თარგმანებთან ერთად, ტექსტების ძირითადი ნაწილი არა ინგლისურად, არამედ ორიგინალის ენაზე იბეჭდება. დანართი მცირე გამოცემაა, ამიტომ ფრანგული თუ ესპანური ტექსტების ინგლისური თარგმანის დიდი გამოცემლობებისგან ყიდვა არ შეგვიძლია. ორიგინალი ტექსტების დაბეჭდვაც  ავტორების, მთარგმნელების და ავტორების ოჯახის წევრების უფლებით და მხარდაჭერით შევძელით. ეს ნომერიც მეტწილად მხარდაჭერას ეხება ასევე ტკივილს, ერთად და მარტო ყოფნასა და მუშაობას - იმ მყიფე შესაძლებლობებს, რომლებიც ჩამოთვლილთა გარეშე არ არსებობს. ტექსტების თუ ნამუშევრების ემოციური ენა, ის გამონათებაა, რომელიც თანაბარი სიფრთხილით, ზრუნვითა და რადიკალურობით ყველაზე სათუთ მეგობრობებად და ამავე დროს მყარ მხარდაჭერად იქცევა. ჭრილობების მოშუშებას მხარდაჭერასთან ერთად თბილი მდუმარება და განმარტოება სჭირდება, ამიტომ ეს დანართი ხის ჩრდილქვეშაა წასაკითხი. თუ ხის ჩრდილქვეშ ყოფნა სმენასა და დაკვირვებას გვიფაქიზებს, იმასაც გვახვედრებს, რომ ტკივილი მხოლოდ პირადული არაა. სადღაც გულის სიღრმისეული ბავშვური ნაწილი ცხოვრობს, რომელიც მარად სიკეთეს მოელის *და ხის ჩრდილქვეშიდან იმედითა და ერთგულებით, იმ ბაღში ბრუნდება, სადაც ყვავილები და ფოთლები მზის ძალის გარდა, ერთმანეთშიც პოულობენ საყრდენს.


* სიმონ ვეილი, პიროვნება და საკრალურობა, 1933





რედაქტორი ირინე ჯორჯაძე


იხილეთ სრულად
10

მე ვსაუბრობ პეიზაჟს

იანვარი 2019


ეს ნომერი დაკვეთილია კურატორი ლიზა ოფერმანისა და თბილისის გალერეა ელცე კიასარის მიერ გამოფენისთვის "მე ვსაუბრობ პეიზაჟს", რომელიც ბრაუნსფელდერის კოლექციაში გაიმართა, 22 ნოემბერი - 26 იანვარი, 2018 წ. კიოლნი, გერმანია.



ტექსტი - ელენე აბაშიძე

ფოტო - ნანკა დოლიძე




იხილეთ სრულად
9

თბილისის სტილი

ნოემბერი 2018

"თბილისის სტილი" "დანართის" პირველი ფერადი და მხოლოდ გამოსახულებას დაფუძნებული ნომერია.

ის დღევანდელი თბილისის სტილს ეძღვნება, რომელიც მასიური ჯენტრიფიკაციის მიზეზით სწრაფად ქრება.


რედაქტორი ელენე აბაშიძე



ქეთუთა ალექსი - მესხიშვილი


ელენე აბაშიძე


ანა ჩორგოლაშვილი 


ნანკა დოლიძე


ანდრო ერაძე


ლადო ლომიტაშვილი


ფლორიან მაისენბერგი


ნატა სოფრომაძე


ანნა ციციშვილი


ლე მოკასინ ზიპპე


ბიოგრაფიული ცნობები


იხილეთ სრულად
8

მხოლოდ შენობები არ კმარა

ნოემბერი 2018

Image title


დანართის რიგით მე-8 ნომერი ,,მხოლოდ შენობები არ კმარა“ თბილისის პირველ არქიტექტურულ ბიენალეს ეძღვნება და ეხმიანება მის მთავარ თემას - თბილისის არაფორმალურ არქიტექტურას. ამ ნომერში თავმოყრილი კვლევები და სტატიები იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კონტექსტებზე დაკვირვებას ისახავს მიზნად, რომელთა წიაღშიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საფუძველი ჩაეყარა ,,არქიტექტურლ პრაკტიკას’’, დანერგილს და დიდწილად მართულს თავად თბილისის მოსახლეობის მიერ.

თბილისის არაფორმალური არქიტექტურა დღეს, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. გვიან საბჭოთა ეპოქაში განაშენიანებული მიკრო-რაიონების დიდი ნაწილი სხვადასხვა ზომის, ფორმის, დანიშნულების მქონე მიშენებებით, გარაჟებით, სათავსოებით არის დაფარული. მათი გაჩენის მთავარი მიზეზი ის დაუკმაყოფილებელი საჭიროებებია, რომელსაც თბილისის მოსახლეობა განიცდიდა და განიცდის.

თბილისის არაფორმაური არქიტექტურა სწორედ ის ჰიპერლინკია, რომელიც თავისებურად, საკუთარი ორიგინალური ენით, ქალაქის ბოლო დროის ისტორიულ გამოცდილებაზე ყვება და საუკეთესოდ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელსაც ჩვენ როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვიზიარებთ და რომელშიც თანავარსებობთ


 ნომრის რედაქტორი ანა ჩორგოლაშვილი



იხილეთ სრულად
7

დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი

ივნისი 2018

Image title



'დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი', გამოფენის 'დაიკარგა თორმეტი ქალს' ერთვის თან,
როგორც გამოფენის კატალოგის ალტერნატივა.


დანართში იხილეთ კითხვარი ხელოვანებთან:

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, 

თეა გვეტაძე, 

ქეთი კაპანაძე, 

ანნა კ.ე., 

თამარა კ.ე., 

სალომე მაჩაიძე, 

სოფიო მედოიძე, 

მაია ნავერიანი.


ნორმის რედაქტორი - ელენე აბაშიძე




 სურათი:
მაია ნავერიანი, 'ქალი სამაშველო რგოლით' და 'დაიკარგა თორმეტი ქალი',
ფერადი ფანქარი, ქაღალდი, 2001 წ.

იხილეთ სრულად
6

პოეზია

მარტი 2018




სარა  ბულტონი


ულიონა ოდიშარია



შერჩეული  ტექსტები 2014 -  2018 



რედაქტორი: ელენე აბაშიძე

იხილეთ სრულად
5

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

დეკემბერი 2017

Image title


სასტუმრო ივერია, თბილისი. სურათი ნაპოვნია ინტერნეტში.

იხილეთ სრულად
4

თბილისი

სექტემბერი 2016

Image title



“კრიზისი მჟღავდნება ძველის კვდომისა და ახლის დაბადების

შეუძლებლობის ფაქტში”

ანტონიო გრამში


“დანართი”-ს ეს ნომერი ეძღვნება თბილისს, ეხმიანება ქალაქის არქიტექტურულ და ურბანულ სივრცეში მიმდინარე ცვლილებებს და წარმოადგენს მცდელობას ჩაწვდეს ქალაქის აქტუალური პრობლემების წარმომშობ მიზეზებსა და გარემოებებს, დააკვირდეს თბილისს, როგორც ისტორიული მეხსიერების მატარებელ პოსტ-საბჭოთა ქალაქს. 

აქ წარმოდგენილი სტატიების ფოკუსში მე-20 საუკუნეა მოქცეული. საუკუნე, რომელმაც თბილისს მნიშვნელოვანი გარდატეხები მოუტანა. საბჭოთა რეჟიმის პირობებში საგრძნობლად გაიზარდა ქალაქის მასშტაბი, შეიცვალა მისი ვიზუალი და ცხოვრების წესი. Pპირველ ეტაპზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში, წარმოიშვა ქალაქის ახალი ცენტრები, ხოლო ისტორიულად განსაზღვრულმა ცენტრმა დაკარგა თავის პირველადი ფუნქცია და მნიშვნელობა; მეორე ეტაპზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, მოდერნისტული პრინციპებით შთაგონებული საბჭოთა ურბანისტები და არქიტექტორები ენთუზიაზმით შეუდგნენ “ახალი”, “საბჭოთა” თბილისის გეგმაზომიერ მშენებლობას, ქალაქს შეემატა ტიპიური კორპუსებით განაშენიანებული რაიონები და მიკრორაიონები, ე.წ. “საძილე უბნები”. საუკუნის მიწურულს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალური მმართველი მანქანა მოიშალა, ქალაქი სპონტანური, დაუგეგმავი ტრანსფორმაციების ტალღამ მოიცვა. შედეგად ქალაქი აბსოლიტური კონტროლიდან, რადიკალურად განსხვავებული, სრული “თავისუფლების” პოლუსზე აღმოჩნდა. მას შემდეგ, ამ კრიზისულ პერიოდში დაწყებული, კვლევას მოკლებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმედებებით, ქალაქის ურბანული და არქიტექტურული ქსოვილის ცვლილება ერთგვარ ტრადიციად იქცა. 2000 - იანი წლებში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქალაქის არქიტექტურული გარემოს ცვლილებების მართვის სადავეებმა მოქალაქეებიდან მმართველი ძალის ხელში გადაინაცვლა. შედეგად გაიზარდა მშენებლობის მასშტაბები, მაცხოვრებელთა ინტერესებმა და ჩართულობამ მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო კომერციული ინტერესების სამსახურმა ტოტალიტარული რეჟიმის სახე მიიღო. 

“დანართი”-ს ამ ნომერში თავმოყრილი ტექსტები სწორედ ამ წინააღმდეგობით სავსე ეპოქას შეისწავლის და მისი საფუძვლების გამორკვევას ცდილობს.

ნომრის რედაქტორი ანა ჩორგოლაშვილი

იხილეთ სრულად
3

ბიანკა

სექტემბერი 2016

Image title



ბიანკა შიგუროვას გარდაცვალება საქართველოშო ტრანსგენდერი ქალების რიგი მკვლელობების სიმბოლოდ იქცა. ეს ნომერი სიმბოლურად მის სახელს ატარებს და მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო, სახელოვნებო და პოპულარულ ტექსტს ლგბტ პოლიტიკაზე დღეს. ორიგინალი, ბეჭდური გაზეთის ნომერი გამოიცა 2016 წლის სექტემბერში, ფესტივალი თბილისი 16-ის ფარგლებში. გამოცემის ეს ინტერნეტ ვერსია ახალი კონტრიბუციებისათვის არის ღია.


ელენე აბაშიძე

სურათი : ნიკ ო ნიკ, კადრი ფილმიდან, უსათაურო, 2016

იხილეთ სრულად
2

დადა

დეკემბერი 2015

Image title



დანართის მეორე ნომერი, მეოცე საუკუნის დასაწყისის ავანგარდულ მოძრაობს ეძღვნება და ციურიხისა და თბილისის დადაისტურ, თუ სხვა ავანგარდულ ჯგუფებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დანახვის მცდელობას წარმოადგენს.

თბილისი და ციურიხი ის ადგილებია, სადაც ბევრმა ადამიანმა პირველ მსოფლიო ომსა, თუ 1917 წლის რევოლუციას შეაფარა თავი; შექმნა ისეთი სივრცე, სადაც  სტილების, ენებისა თუ სხვადასხვა მსოფლმხედველობების თანაარსებობა გახდა შესაძლებელი. 

დადაისტური მანიფესტების, თანამედროვე საზოგადოების რადიკალური კრიტიკისა და აბსტრაქტული ჟესტების ძიებასთან ერთად, ციურიხის დადას ერთ-ერთი დამაარსებელის, ჰუგო ბალისა  თუ ქართველი ავტორების ტექსტებში - რელიგიის, მაგიის, აღმოსაველთისა და დასავლეთის  ინტერესი იკვეთება. თუმცა არა დოგმატური თუ იერაქიული სისტემებისა, არამედ, თითქოს აპოკრიფების და ისეთი მოვლენების ძიების სურვილი, რომელსაც დომინანტური კულტურა არ იღებს, ტოვებს და მიზანმიმართულად უარყოფს. ქართული ავანგარდის ტექსტები, გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა ამგვარ აპოკრიფებადაც მივიჩნიოთ. ავანგარდის აბსოლუტური ორიენტაცია მომავლისკენ, ამ შემთხვევაში, წარსულის, სხვადასხვა დროის და სივრცის უსასრულო გადაკვეთებს ეხება; თავის თავს კი ცენტრში მოიაზრებს, და აქედან "შეგნებულად იცინის და აფურთხებს მიზანშეწონილად ზევიდან ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად".



რედაქტორი ირინა ჯორჯაძე

იხილეთ სრულად
1

მეხსიერება

აპრილი 2011

ეს დანართის პირველი ნომერია.

გამოიცა 2011 წელს პროექტი მეხსიერების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა გამოფენასა და სიმპოზიუმს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. პროექტი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ იყო მხარდაჭერილი.

ნომერში გაერთიანებულია ავტორები და არტისტები: ლალი პერტენავა, მაია მანია, ნანა სუმბაძე, გიო სუმბაძე, თამარ ბუზიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი და ვასილ ტაბატაძე, დავით გოგიშვილი, ზურა ჯიშკარიანი და მანანა ხიდაშელი.

 

პირველი გამოცემა მხოლოდ ქართულ ენაზეა და მხოლოდ ბეჭდური სახით არსებობს.

ვრცელდება უფასოდ.


გადმოტვირთეთ PDF ვერსია


-დანართი-

იხილეთ სრულად