EN KA

ბიანკა

ქალაქზე უფლების გადაკვეთა : სექსუალობა და სივრცე - იგნასიო ესპინოზა

ქალაქი არ არის ნეიტრალური ობიექტი. ურბანიზაცია არის პროცესი, რომელიც მრავალ ძალაუფლებრივ ურთიერთობას ასახავს და ამავდროულად თავად აწარმოებს და კვლავაწარმოებს ამ ურთიერთობებს, შედეგად ერთდროულად აძლიერებს და ახანგრძლივებს მათ. როგორც ანრი ლეფევრი ამბობს, ქალაქი არის ოეუვრე, ხელოვნების ნიმუში, რომელსაც მუდმივად ქმნიან და ითვისებენ მისი შემქმნელები, მცხოვრებლები. ქალაქების უფრო რადიკალური შეცნობი- სათვის, აუცილებელია კითხვების დასმა, ვის მიერ იქმნება ქალაქები და ვინ ითვისებს მათ? როდესაც ქალაქის წარმოებაში მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს, ბუნებრივია, ქალაქები მხოლოდ ამ კონკრეტული ჯგუფების მოთხოვნებსა და რეალობებს პასუხობს. შესაბამისად, დემოკრატიული ქალაქის შესაქმნელად, ურბანული სივრცის სოციალური წარმოების პროცესში, აუცილებელია ყურადღების გამახვილება მრავალფეროვნების საკითხზე.


ქალაქების სოციალური წარმოების პროცესი პირველად ლეფევრმა 1968 წელს თავის ნაშრომში, Lე Dროიტ à ლა Vილლე-ში (უფლება ქალაქზე), გაანალიზა, სადაც ის ამტკიცებს, რომ კაპიტალისტური საბაზრო ურთიერთობები ქალაქებში სახმარ ღირებულებასა და ოეუვრე-ს ახშობს, იმავდროულად კი - ეკონომიკური და პროდუქტიული რაციონალიზმის ეგიდით- აძლიერებს საცვლელ ღირებულებას. ლეფევრის მიხედვით, ქალაქებში სახმარი ღირებულება მოიცავს: ა) სარგე- ბლობის უფლებას (რიგჰტ ტო აპპროპრიატიონ) (უფლება იცხოვრო, გამოიყენო და გადაადგილდე სივრცეში) და ბ) მონაწილეობის უფლებას (რიგჰტ ტო პარტიციპატიონ)


(სივრცის სოციალური წარმოებისას გადაწყვეტილების მიღების პროცესის კონტროლის უფლება).


თუმცა, როდესაც ქალაქზე უფლების კონცეფცია აანალიზებს, ვის აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ქალაქით და მონაწილეობა მიიღოს მის წარმოებაში, ძირითადი აქცენტი კლასობრივ გარიყულობაზე კეთდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამუშაო მდგომარეობით გამოწვეული და შრომის ბაზართან და ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშრებული გარიყულობა. კლასობრივი ანალიზის ნაკლი და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის გარიყულობას აღიქვამს ძირითადად შემოსავლის საფუძველზე, იმ დაშვებით, რომ „მუშათა კლასი“ და „ღარიბები“ არის ჰომოგენური ჯგუფი, რომელსაც არ ახასიათებს შიდა უთანას- წორებები. სხვანაირად რომ ვთქვათ, კლასობრივი კავშირები ჩრდილავს და აქვეითებს მრავალიცხოვან და მრავალფეროვან ურბანულ უთანასოწორობას და იდენტობას, რომელიც გენდერის, სექსუალური ორინეტაციის, რასის და ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე წარმოიშვება. რადიკალურად დემოკარტიული სარგებლობისა და მონაწილეობისთვის სივრცის წარმოების პროცესში მრავალფეროვნება უნდა იყოს ცენტრალური საკითხი.
ფემინისტმა თეორეტიკოსებმა, როგორებიც არიან ბელ ჰუქსი და პატრიცია ჰილ კოლინსი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოების კლასზე და- ფუძნებული გაგების კრიტიკაში. ისინი ამტკიცებენ, რომ მნიშნელოვანია გენდერის, სექსუალური ორინეტაციის, რასის, ეთნიკურობის, კლასის და სხვა იდენტო- ბების ცნებების ინტეგრირება. მაგალითად, პრივილეგიის სოციოლოგიური კონცეფციის მიხედვით, ადამიანების ზოგიერთი ჯგუფი სარგებლობს გარკვეული უპირატესი მდგომარეობით სხვა ჯგუფთან შედარებით (თეთრკანიანების პრივილეგია, კაცების პრივილეგია, ჰეტეროსექსუალების პრივილეგია, გენდერული პრივილეგია), რაც გამოიხატება, როგორც მატერიალურ (საცხოვრებლის, ჯანდაცვის, განათლების და დასაქმების ხელმისაწვდომობა) ასევე ემოციურ/ფსიქი- ოლოგიურ (თავდაჯერებულობა, კომფორტი, მიკუთვნებულობა) მდგომარეობაში. ამგვარი მიდგომა საშუალებას გვაძლევს კითხვები დავსვათ ურბანული პრივი- ლეგიებისა და არახელსაყრელი მდგომარეობების ირგვლივ, რომელიც გამოხატულია ქალაქის როგორც მატერიალურ, ასევე ემოციურ წვდომაში. გარდა ამისა, ინდივიდის უნიკალური პერსპექტივა (მათი თვალთახედვა), გულისხმობს ცოდნის, როგორც რაღაც უნიკალურის და სუბიექტურის, განსხვავებულ ხედვას, რაც დამოკიდებულია ინდივიდის პოზიციაზე და რეალობაზე. ეს აჩენს კითხვებს, ვისი პოზიციაა ასახული და გათვალისწინებული ქალაქის სოციალური წარმოე- ბისას? წარმოუდგენელია დემოკრატიულ ქალაქზე ვისაუბროთ, თუ მრავალფეროვანი მარგინალური და იტერსექციური (გადამკვეთი) ურბანული პოზიციების მქონე ჯგუფები არ გახდებიან უფრო ხილულები, არ ექნებათ სიტყვის უფლება, მათ არ მოუსმენენ და არ მისცემენ მეტ ძალაუფლებას.


ინტერსექციურობის (გადაკვეთების) ფემინისტური კონცეფცია ამტკიცებს, რომ სექსიზმი, ჰომოფობია, რასიზმი და სხვა სახის ჩაგვრა არ ხდება ერთამნეთის- გან დამოუკიდებლად, არამედ ერთმანეთთან ურთიერთკავშირში აყალიბებს გადაჯაჭვული ჩაგვრის სისტემას, რომელიც მრავალი ფორმის და განსხვავებული სიმძაფრის დისკრიმინაციას აერთიანებს. ინტერსექციურობა მხოლოდ კლასობრივ ანალიზს კი არ აყენებს ეჭვქვეშ, არამედ - სინგულარული და ჰომოგენური იდენტობის იდეასაც და ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ადამიანის პოზიციის გასაგებად, საჭიროა შევხედოთ მისი იდენტობის მრავალ მხარეს, როგორიცაა გენდერი, სექსუალური ორიენტაცია, რასა, ეთნოსი, კლასი და ა.შ. მაგალითად, ამ შეხედულებამ უარყო „ქალების“ ჰომოგენური აღქმა და აღიარა, რომ აუცილე- ბელია განვასხვავოთ თეთრკანიანი და შავკანიანი ქალი, ან შავკანიანი ლესბოსელი ქალის პრობლემები. მრავალი სუბორდინირებული ჯგუფური იდენტობის ქონა განსხვავდება ერთი სუბროდინირებული ჯგუფის იდენტობის ქონისგან.
ეს კატეგორიები მნიშვნელოვანია უთანასწორობის სხვადასხვა ასპექტების აღიარებისა და აღწერისათვის, ამავდროულად, ისინი შეიძლება პრობლემატური იყოს, თუ აღიქმება როგორც სტერეოტიპების გამამყარებელი სტატიური იარლიყები. აქედან გამომდინარე, მართალია, ინტერსექციურობა აღიარებს მრავალ- ფეროვან იდენტობასა და კატეგორიებს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ამ კატეგორიებს შორის საზღვრების გადაკვეთა და მათი ცვალებადობის (ფლუიდიტყ) დანახვა. ქალაქის წარმოების პროცესში სარგებლობისა და მონაწილეობის უფლებების განხილვა ინტერსექციურობის პოზიციიდან, ქალაქის უჩი- ნარი მაცხოვრებლების აღიარების შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ „მუშათა კლასის“ და „ღარიბების“ მარგინალიზებული ჯგუფების კი არა, არამედ იმ, სპეციფიური მრავალფეროვანი იდენტობების მატარებელი ჯგუფებისაც, რომლებიც გენდერს, სექსუალურ ორიენტაციას და ეთნიკურ წარმომავლობას ეფუძნე- ბა.



სექსუალობა და სივრცე

სექსუალობასა და სივრცეს შორის კავშირის უკეთ გაგება, საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ ქალაქზე უფლების კონცეფციის კლასობრივ პრივილეგიაზე დაფუძნებულ მიდგომას და ურბანული გარიყულობის საკითხს სწორად მივუდგეთ. ურბანული ნიშნავს, არამხოლოდ კაპიტალიზმის, არამედ რასიზმის, სექ- სიზმის და ჰეტეროსექსიზმის იდეოლოგიების სოციო-სივრცითი წარმოებას და გამოხატულებას, რომლებიც, თავის მხრივ, ერთმანეთზე ურთიერთგამაძლიერებ- ელ ზეგავლენას ახდენს. სექსუალობისა და სივრცის დისკუსია მჭიდრო კავშირშია ურბანული თანამონაწილეობის, სარგებლობისა და სივრცითი დისტრიბუ- ციის საკითხებთან, როგორც მრავალ უფლებასთან ასევე ინტერსექციურ იდენტობებთან მიმართებაში.


რამდენიმე ქუირ სოციოლოგი და ქალაქების გეოგრაფი, როგორიცაა მარიუს პიტერზე, აანალიზებს, როგორ ხდება ქალაქის კონტროლი, დიზაინი და წარმოება ჰეგემონური ჰეტეროსექსუალური პოზიციიდან, რის შედეგადაც ქალაქები ფუნქციურად მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ მოთხოვნებს პასუხობს და სარგებლობის საშუალებებს მხოლოდ მათთვის ქმნის. გარიყულების საქალაქო საჭიროებების უგულებელყოფა ერთდროულად გულისხმობს მრავალფეროვანი ინტერსექციუ- რი იდენტობების მრავალი უფლების შელახვას. სხვადასხვა ნაშრომი ეთმობა ფსიქოლოგიური და სექსუალური ჯანმრთელობის მომსახურების არარსებობას თეთრკანიანი „გეი უბნების“ გარეთ, ასევე მოხუცებულთა საცხოვრებლის არარსებობას ლგბტ თემის მოხუცი წარმომადგენლებისთის, რომელთაც ხშირად არც ოჯახისა და თემის მხარდაჭერა არ გააჩნია. საკითხი ასევე ეხება ტრანსების შესაძლებლობას, საჯარო სკოლებში და საჯარო სივრცეებში საჭირო ოთახი თავისი გენდერული იდენტობის მიხედვით აირჩიონ, რადგან ისინი ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი საჯარო ტუალეტებში. ამასობაში, ზოგიერ- თი ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ტრანსების მიმართ ადამიანის უფლებების შელახვის აღიარება, მკაცრი კონტროლის სივრცეებში, როგორიცაა ციხე. გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ლგბტ თემის წარმომადგენლების რეპრეზენტაციის გაზრდით, იზრდება ამ საკითხების აღიარებაც. ზოგიერთ ქვეყ- ანაში ლგბტ თემების დანაშაულისა და თვითმვკლელობის შესახებ მონაცემების გამოყოფით და რუკაზე დატანით, გამოაშკარავდა ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის, უსაფრთხოების, ბულინგის, დეპრესიის, სუიციდის, უსაფრთხო ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის, სიღარიბის, უმუშევრობის, არარეგულირებადი პროსტიტუციის და უსახლკარობის საგანგაშო მაჩვენებლები კონკრეტულ ტერიტორიებზე. ეს მონაცემები განსაკუთრებით შემაშფოთე- ბელია ტრანსებისა და ლგბტ ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში. სექსუალობისა და სივრცის სხვადასხვა ანალიზი აჩვენებს, რომ ლგბტ მოსახლეობის მოთხოვნების, პოზიციებისა და მათი მონაწილეობის უგულებელყოფა სივრცის წარმოების პროცესში, აღრმავებს მათ მარგინალიზაციას და ზღუდავს ამ ჯგუფების მიერ ქალაქით სარგებლობის შესაძლებლობებს. ეს კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ლგბტ თემის უფლებები დაკავშირებულია ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, დანაშაულის და უსაფრთხოების, საცხოვრისის, გადაადგილების თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების და სხვა უფლებებთან. და ბოლოს, ცხადია, რომ ლგბტ თემის ურბანული პრობლემები არ არის მხოლოდ, ლესბოსელების, გეების და ტრანსების საკითხი და მოიცავს ქალების, შავკა- ნიანების, იმიგრანტების, ბავშვების, მოხუცებისა და კლასის საკითხებს. ურბანული გაღარიბებას აქვს გენდერული, რასობრივი და სექსუალური განზომილება. ნაშრომები სექსუალობასა და სივრცეზე ასევე აჩვენებს, როგორ შეიძლება ურბანული სახმარი ღირებულება და სარგებლობის კონცეფციები გახდეს ჰეგე- მონური ნორმატიული ჩაგვრისა და ასიმილაციის იარაღები, თუ ეს კონცეფციები არ არის მგრძნობიარე კლასს მიღმა არსებული მრავალფეროვნების მიმართ. მაგალითად, მრავალი ლგბტ ინდივიდი საჯარო სივრცით სარგებლობის მიზნით იძულებულია თავი „ნორმალურად“ წარმოაჩინოს. ეს გულისხმობს გენდერუ- ლი კოდის შესაბამისად ჩაცმას და იმავე სქესის წარმომადგენლის მიმართ ინტერესის გამოჩენის აკრძალვას. ეს საკითხი განსაკუთრებით მძიმეა ტრანსების შემთხვევაში.გეი მამაკაცი საჯარო სივრცეში ხშირად თავს ჰეტეროსექსუალად აჩვენებს და შესაბამისად, ინარჩუნებს კაცისა და ჰეტეროსექსუალის პრივილეგიას. ის საზოგადოებაში სხვა პოზიციას იკავებს ლესბოსელი ან ტრანსი ქალისგან განსხვავებით, განსაკუთრებით კი პატრიარქალურ კონსერვატულ საზოგადოე- ბაში. პიეტერზე და საჯარო სივრცის დესექსუალიზაციის სხვა მკვლევარები, სწავლობენ, როგორ არეგულირებს კანონები, სოციალური სანქციები, და გა- ნაშენიანებული გარემოს სხვა სივრცითი მახასიათებლები, სივრცეს ტრადიციული და მოთოკილი (პატრიარქალური, მონოგამური, წყვილების და ემოციური) ჰეტეროსექსუალიზმის სასარგებლოდ. წადილის და მისი რეგულაციის გეოგრაფიის რუკაზე დატანა, აჩვენებს როგორ უგულვებელყოფს სივრცეები არა-ჰეტ- ეროსიექსუალი ინდივიდების სურვილებს და უბიძგებს მათ ასიმილაციისაკენ. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების სივრცეებიც (უბნის კომისიები, საქალაქო საბჭოები, მუნიციპალიტეტები და ა.შ.) მოითხოვს ასიმილაციას. ყველა ეს კონცეფცია მჭიდრო კავშირშია ქალაქის წარმოების პროცესში სახმარი ღირებულების, სარგებლობის და მონაწილეობის იდეასთან და იმავდროულად ცხადჰყოფს, რომ არ არის საკმარისი ამ ცნებებზე ნეიტრალური პოზიციიდან საუბარი, თუ არ დავსვით კითხვა ვისთვის? როგორც პიტერზე ამტკიცებს, ქუირ სივრცეების შექმნა, მოითხოვს სივრცის ქუირ წარმოებას და ოკუპაციას, რაც შესძლებელს გახდის კერძოსა და საჯაროს შორის საზღვრების შესუსტებას და სივრცეზე ჰეტერონორმატიული ჰეგემონიის მოშლას. ინტერსექციური იდენ- ტობების აღიარების გარეშე, ქალაქზე უფლების კონცეფციის ცნებებმა შესაძლებელია გააძლიეროს და კვლავაწარმოოს სექსისტური, ჰეტერონორმატიული და რასისტული სივრცის წარმოება და ჰეგემონია.


იმისათვის, რომ მოვშალოთ და დეკონსტრუქცია გავუკეთოთ სტრუქტურულ სივრცით სექსუალურ უთანასწორობებს, რომელიც ზღუდავს ურბანულ სარგებლობას და მონაწილეობას ქალაქის წარმოებაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აქვთ განსხვავებულ ლგბტ იდენტობებს სხვადასხვა უფლებები წართმეული. მატერიალური და არამატერიალური მრავალრიცხოვანი უფლებები, რომელიც სივრცეში გამოხატული და კვლავწარმოებულია, სისტემური ისნ- ტიტუციური ჰეტერონორმატიულობის ნაწილია, ისევე როგორც სისტემური ინსტიტუციური სექსიზმის და რასიზმის. სექსუალობისა და სივრცის საკითხების უკეთ გაგებისას შეგვიძლია სივრცეს, მრავალ უფლებასა და მრავალ ინტერსექციურ იდენტობას შორის კავშირები უფრო სრულყოფილად ავღწეროთ და შედეგად გავაფართოვოთ ქალაქზე უფლების ცნების არეალი და რელევანტურობა. სექსუალობისა და სივრცის თეორიები ხშირად დასავლური ცენტრიზმის გამო კრიტიკდება, ამიტომ საკითხის დეკოლონიზაციისათვის აუცილებელია ნაკლებად შესწვლილი ადგილებისა და სივრცეების შესწავლა. ეს ეხება ბიანკა შიგუროვას შემთხვევას და სხვა უხილავი ბიანკების ისტორიებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მიღმა. მრავალფეროვანი თავლთახედვების წარმოჩენა, სიტყვის უფლების მიცემა, მათი საჭიროებების ყურადღება და მრავალფეროვანი ლგბტ ადამიანებისთვის ურბანული სივრცის სოციალურ წარმოებაში (ფორ- მალური და არაფორმალური) მონაწილეობის უფლების მიცემა, არის რადიკალურად დემოკრატიული ქალაქების შექმნის აუცილებელი წინაპირობა.


ავტორის ურბანული განვითარების გეგმარების სამაგისტრო პროგრამის დისერტაციის მიხედვით. ქალაქზე უფლების გადაკვეთა: ლგბტ თემის სივრცითი ბრძოლა ეკვადორში. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ბარტლეტი, განვითარების გეგმარების განყოფილება, 2015 წ.

უკან დაბრუნება